|
განთავსების თარიღი: 2012-01-17
საახალწლო ზეიმი ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის
2012 წლის 15 იანვარს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, "ქართული დიასპორის" მხარდაჭერით, და ასევე, საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეების მშობლების თანამონაწილეობით, ქართველი ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა. ზეიმის მიზანს ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის სასიამოვნო ქართული საახალწლო გარემოს შეთავაზება, და ამასთანავე, 2011 წლის სექტემბრის თვეში, საელჩოს ეგიდით და „ქართული დიასპორის“ და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის მხარდაჭერით, გახსნილი საკვირაო სკოლის მუშაობის შეჯამება და სკოლაში მეტი პატარა ქართველის მოზიდვა წარმოადგენდა.
ვრცლად...
განთავსების თარიღი: 2011-12-02
ქართველი მუსიკოსების საქველმოქმედო კონცერტი ამსტერდამში თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დასახმარებლად
30 ნოემბერს, 2011, ორმა ქართველმა მუსიკოსმა, პიანისტმა ნინო გვეტაძემ და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილმა, ამსტერდამში, საკონცერტო დარბაზ “Beurs van Berlage”- ში, თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტი გამართეს. კონცერტი ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს, საქველმოქმედო ფონდი “Breath”-ის, საქართველოს პირველი ლედის- სანდრა ელისაბედ რულოვსის, და ასევე, ჰოლანდიელი ბიზნესმენის ბობ მაიერის, ნიდერლანდების ფილარმონიის ორკესტრისა და რადიო AVRO-ს ხელშეწყობით განხორციელდა. ვრცლად...
განთავსების თარიღი: 2011-12-02
განთავსების თარიღი: 2011-11-18
განთავსების თარიღი: 2011-11-15
განთავსების თარიღი: 2011-11-02
განთავსების თარიღი: 2011-10-27
განთავსების თარიღი: 2011-10-27
განთავსების თარიღი: 2011-10-19
განთავსების თარიღი: 2011-10-17
განთავსების თარიღი: 2011-10-13
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ
|