საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) 26-ე სესიაზე

მიმდინარე წლის 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) წევრ სახელმწიფოთა კონფერენციის რიგით 26- სესიაში. ქართული მხარის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი და OPCW-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, დავით სოლომონია.

26- სესიის ფარგლებში, საქართველოს თანასპონსორობით და მხარდაჭერით, გაკეთდა არაერთი განცხადება და მიღებულ იქნა  OPCW-ის საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. საქართველომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლითაც აეროზოლის ფორმით ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი ქიმიკატების გამოყენება გამოცხადდა სამართალდაცვით მიზნებთან შეუსაბამოდ.

საქართველო მიუერთდა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, გმობენ სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ ქიმიური იარაღის კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობას და რუსეთის ფედერაციის მიერ ალექსეი ნავალნისნოვიჩოკითმოწამვლის ფაქტის გამოუძიებლობას.

 საქართველომ, ასევე მხარი დაუჭირა OPCW-ის ბიუჯეტის და წლიური ანგარიშის დამტკიცებას, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ორგანიზაციის შეუფერხებელი ფუნქციონირებისადმი.