საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკონსულო მომსახურებები

საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს შექმნილი აქვს სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებულად მიღებაში.

ვებ-გვერდი შეიცავს ინფორმაციას საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია რიგი საკონსულო მომსახურებების დისტანციური მიღება. ეს დაზოგავს თქვენს დროსა და ფინანსებს. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის პროცესში შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ინსტრუქციით ან/და ვიდეო დახმარებით, რომელიც დეტალურად განმარტავს რეგისტრაციისას გასავლელ თითოეულ ეტაპს.

ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:

  • გაეცნოთ ინფორმაციას როგორც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების, ისე საკონსულო დეპარტამენტის მომსახურებების, ტარიფებისა და შეღავათების შესახებ.
  • დაარეგისტრიროთ ელექტრონული განაცხადი და მიიღოთ რიგი საკონსულო მომსახურებები სახლიდან გაუსვლელად.
  • მიიღოთ ინფორმაცია საქართველოსა და უცხო ქვეყნების სავიზო პროცედურების შესახებ.
  • ისარგებლოთ განცხადებების ელექტრონული რეესტრით, იხილოთ რეგისტრირებული განცხადება და მისი განხილვის ეტაპი.
  • დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით.
  • საზღვარგარეთ გამგზავრებამდე გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაციას ცალკეული ქვეყნის შესახებ.
  • მოიძიოთ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია. 
  • საკონსულო მომსახურებების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/consularServices 

საკონსულო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე: www.geoconsul.gov.ge


 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სერვისები

ალტერნატიულად, თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საკონსულოში განაცხადის შემოტანის და ვიზიტის ჩანიშვნის გარეშე, ისარგებლოთ ონლაინ სერვისის საშუალებით.

დისტანციური სერვისების სრული სია იხილეთ ბმულზე: https://sda.gov.ge/?page_id=4118   


როგორ შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს მიიღოს ბიომეტრიული პასპორტი სახლიდან გაუსვლელად?

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე , რომელსაც საქართველოში მიღებული აქვს პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით უფლებამოსილია ისარგებლოს სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის საშუალებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე https://sda.gov.ge/?page_id=5319 ელექტრონული განაცხადის შევსების გზით. აღნიშნული მომსახურეობით სარგებლობის შემთხვევში პასპორტი დამზადდება 2 სამუშაო დღის ვადაში.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით, უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი  მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.  აღნიშნული მომსახურეობით პასპორტი შესაძლებელია დამზადდეს მე-10 სამუშაო დღეს  და მე-5 სამუშაო დღეს.

საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ , რომელსაც საქართველოში არ აქვს მიღებული პასპორტი ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით , პირადად უნდა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენის შემთხვევაში  ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში. 


·         სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის გამოყენებით ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური:

ვადა

ფასი

2 სამუშო დღის ვადაში

205 ლარი

·         მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური:

ვადა

ფასი

მე-10  სამუშაო დღე

155 ლარი

მე-5 სამუშაო დღე

205 ლარი


·          საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში  ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური : 

ვადა 

ფასი

45  კალენდარული დღის ვადაში

130 აშშ დოლარი

·         სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის გამოყენებით ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური:

ვადა

ფასი

2 სამუშო დღის ვადაში

205 ლარი

·         მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური:

ვადა

ფასი

მე-10  სამუშაო დღე

155 ლარი

მე-5 სამუშაო დღე

205 ლარი

·         საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში  ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური : 

ვადა 

ფასი

45  კალენდარული დღის ვადაში

130 აშშ დოლარი