საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დამყარდა 1992 წლის 22 აპრილს.

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში 2001 წელს გაიხსნა (ქ. თბილისი), ხოლო საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში - 2007 წელს (ქ. ჰააგა).

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ნიდერლანდების სამეფოში:

  • დავით სოლომონია 2021-დღემდე
  • გიორგი შარვაშიძე 2018- 2020
  • კონსტანტინე სურგულაძე 2014 - 2018
  • შოთა ღვინერია 2010 -2014
  • მაია ფანჯიკიძე 2007-2010

1998-2007 წლებში ნიდერლანდებთან დაკავშირებული დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები იმართებოდა ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოდან:

  • სალომე სამადაშვილი 2005-2007 
  • კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 2000-2005 
  • ზურაბ აბაშიძე 1998-2000 

საქართველოს საპატიო კონსულები ნიდერლანდების სამეფოში:

  • საპატიო კონსული ამსტერდამის რეგიონში - კორნელიუს ხეისბერტუს დე იახერი 2012 - დღემდე
  • საპატიო კონსული სამხრეთ ჰოლანდიაში - ბერნარდ სტაუვინხა 2018 - დღემდე

ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • მააიკე ვან კოლდამი 2019 - დღემდე
  • იოჰანეს დუმა  2015 - 2019
  • ჰანს ჰორბახი 2013-2015
  • პიტერ ლანგენბერგი 2009-2013
  • ონნო ელდერენბოში 2005-2009
  • ჰარი მოლენაარი 2001-2005 
  • ონნო ვილემ კორნელის ჰათინგა ვან`თ სანთი  2000-2001 (რეზიდენციით კიევი)

1992 -2001 წლებში საქართველოსთან დაკავშირებული დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები იმართებოდა რუსეთის ფედერაციაში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოდან:

  • გოდერტ ბარონ დე ვოს ვან სტეენვიკი 1993-2000
  • იორის ვოსი 1992-1993