მნიშვნელოვანი ვიზიტები:
საქართველოს მხრიდან ნიდერლანდების სამეფოში განხორციელებული ვიზიტები:
2019 წელი
24 იანვარი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ვიზიტი.
2018 წელი
16 მარტი - საქართველოს ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტი.
17-18 აპრილი - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძისა და გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის ვიზიტი.
2017 წელი
18-21 აპრილი - საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის ვიზიტი.
18 ოქტომბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის ვიზიტი.
28-29 ნოემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ვიზიტი.
2016 წელი
25 აპრილი - საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები ჰააგაში.
4-5 ივლისი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ვიზიტი.
13 ოქტომბერი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის, დავით სერგეენკოს ვიზიტი.
2015 წელი
25 მარტი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის ვიზიტი.
01 მაისი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ვიზიტი.
23-25 ივნისი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი.
28-29 სექტემბერი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ვიზიტი.
2 ნოემბერი - საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი.
2014 წელი
5-6 მარტი - საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი
24-25 მარტი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი
2013 წელი
24-26 მარტი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი
27-29 მაისი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი
18-19 დეკემბერი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ ვლადიმერ პაპავას ვიზიტი
2012 წელი
12-13 იანვარი - საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ვიზიტი.
9-12 აპრილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი.
13-15 ივნისი - საქართველოს უშიშროების საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას ვიზიტი.
2011 წელი
26-28 აპრილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის ვიზიტი.
13-14 ოქტომბერი - საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის ვიზიტი
28-30 ნოემბერი - ქ. თბილისის მერიის დელეგაციის ვიზიტი.
2010 წელი
4-5 მარტი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი.
2009 წელი
12-16 იანვარი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრების ვიზიტი.
22-23 იანვარი - საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის და პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის ვიზიტი.
31 მარტი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი.
27-29 ივნისი - საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ვიზიტი.
1-2 სექტემბერი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თინა ბურჯალიანის ვიზიტი.
17-18 სექტემბერი - საქართველოსა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები.
28 სექტემბერი -3 ოქტომბერი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი, მინისტრის პირველი მოადგილის ალექსი მაჭავარიანის ხელმძღვანელობით.
3-5 ნოემბერი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის, თამარ მარტიაშვილის ვიზიტი.
16 - 18 ნოემბერი - საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ტყეშელაშვილის ვიზიტი.
23-27 ნოემბერი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ფრუიძის ვიზიტი.
2008 წელი
17-18 ნოემბერი - საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის ვიზიტი.
ნოემბერი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ვიზიტი
2007 წელი
28 - 30 ივნისი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის დავით ტყეშელაშვილის ვიზიტი.
17-18 ოქტომბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი.
2006 წელი
5 აპრილი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, მამუკა კუდავას ვიზიტი.
23 მაისი - საქართველოს პირველი ლედის, სანდრა -ელსაბედ რულოვსის არაოფიციალური ვიზიტი.
2005 წელი
4-5 მაისი - საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არაოფიციალური ვიზიტი.
17-18 ნოემბერი - საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის ვიზიტი.
2003 წელი
ივლისი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ვიზიტი.
დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის ვიზიტი.
1999 წელი
ივნისი - საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი
1995 წელი
3 აპრილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჩიკვაიძის ვიზიტი.
ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტები:
2018 წელი
17 ივლისი - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის გენერალური დირექტორის მოადგილის დაფნე ბერგსმას ვიზიტი, მონაწილეობა მიიღო სამიტში „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP).
2016 წელი
7 ნოემბერი - ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის ადრიან პალმის ვიზიტი.
2015 წელი
29-30 აპრილი - ნიდერლანდების სენატის პრეზიდენტის ანკი ბროეკერს-კნოლის ვიზიტი.
2014 წელი
29 მარტი-2 აპრილი - ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის ჟანინ ჰენის-პლასხარტის ვიზიტი.
2013 წელი
8-9 იანვარი - ნიდერლანდების პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ჰან ტენ ბრუკეს ვიზიტი.
30 აპრილი - 2 მაისი - ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიზიტი.
5-6 სექტემბერი - ბენილუქსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანს ტიმერმანსის ვიზიტი.
2 ნოემბერი - ნიდერლანდების პარლამენტის წევრის, ლიბერალური პარტიის (VVD) წარმომადგენელის, მარკ ვერჰეიენის ვიზიტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის კონფერენციაში.
2012 წელი
20-25 მაისი - აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის, კლაას ვან დერ ტემპელის ვიზიტი.
2010 წელი
12-13 ივლისი - ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები.
20 სექტემბერი - აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის, ონო ჰატინგა ვანტ სანტის ვიზიტი.
2009 წელი
11-12 თებერვალი - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ ვერჰაგენის ოფიციალური ვიზიტი.
6-9 მაისი - ნიდერლანდების პარლამენტის დელეგაციის (ყველა ფრაქციის წარმომადგენელთა მონაწილეობით) ვიზიტი.
10-14 მაისი - ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს დაბრუნებისა და რეპატრიაციის სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის ერიკ დე ბორსტისა და იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა მრჩევლის ბობ ბალიონის ვიზიტი.
12-15 ოქტომბერი - ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს დაბრუნებისა და რეპატრიაციის სამსახურის მრჩევლის, ლონეკე კაპუნის ვიზიტი.
10-13 ნოემბერი - აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის, ონო ჰატინგა ვან სანტის ვიზიტი.
2008 წელი
28 აპრილი - 3 მაისი - ნიდერლანდების გარემოს დაცვის მინისტრის, ჟაკლინ კრამერის ვიზიტი.
10-12 მაისი - ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის, ვაუტერ ბოსის ვიზიტი.
ნოემბერი - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, პეტერ დე ჰოვერის ვიზიტი.
2006 წელი
22-24 ივნისი - ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტის ფრანს ვეისგლასის ვიზიტი.
2005 წელი
25-27 სექტემბერი - ნიდერლანდების ტრანსპორტის, საზოგადოებრივი საქმიანობის და წყლის მართვის მინისტრის, კარლა პეიჯსის ვიზიტი.
2001 წელი
ოქტომბერი - ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის, გერიტ ზალმის ვიზიტი.