საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! (8 აპრილი, 2020)

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოში დაწესებული მკაცრი რეგულაციების, შეზღუდვებისა და ფრენების გაუქმების გამო, საქართველოს ბევრი მოქალაქე დარჩა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვას და მათ სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ქმედით მექანიზმებს შეიმუშავებს.

მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ახდენენ ადგილზე მყოფი მოქალაქეების აღრიცხვას, მათი ადგილსამყოფელის, საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეკრებას.

გთხოვთ, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, შეავსოთ და ელექტრონული ფორმით გამოგზავნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე განთავსებული განცხადების ფორმა.

საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივ დაბრუნებას განაგრძობს(6 აპრილი, 2020)

განცხადება (18 მარტი, 2020)

ძვირფასო თანამემამულენო,

საელჩოს მიერ 16 მარტს მოწოდებულ ინფორმაციაზე დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ნიდერლანდების სამეფოდან ან ნიდერლანდების სამეფოს გავლით  მიემგზავრებიან საქართველოში, უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს საზღვრის კვეთამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში გამომგზავრების ან ტრანზიტული ქვეყნის (ჯანმოს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გარდა) შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

აღნიშნული ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ხსენებული საქართველოს მოქალაქეები  ექვემდებარებიან  ეპიდემიოლოგიური შემოწმების გავლას და სავალდებულო 14 დღიანი იზოლაციის პროცედურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 
https://www.moh.gov.ge/ka/


 საქართველოში დაბრუნების მსურველებს: თბილისი-ამსტერდამის რეისის შესრულებას განაგრძობს საქართველოს ავიახაზები ყოველ ორშაბათს და შაბათს. საქართველოში გამგზავრება ამსტერდამიდან ჯერ ისევ შესაძლებელია მინსკის (ავიაკომპანია ბელავია - www.belavia.by) გავლით. ფრენებთან დაკავშირებით სიტუაცია სწრაფად იცვლება, ამიტომ იყავით ყურადღებით და ხშირად გადაამოწმეთ რეისების განრიგი. ამ მიმართულებით ნებისმიერი ცვლილების შესახებ გაცნობებთ დამატებით.

გთხოვთ, პერიოდულად გადაამოწმოთ საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე მოგიწოდებთ, დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, რაც დაგვეხმარება ეფექტური კომუნიკაციის განხორციელებაში. იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრ ჩვენს მოქალაქეს მივაწვდინოთ ხმა, გთხოვთ ასევე, დაგვეხმაროთ ამ გზავნილის გავრცელებაში.

აქვე შეგახსენებთ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საკონსულოს ტელეფონის ნომერს: +31703029080, გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის მეშვეობით: +31618542874.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


განცხადება
(16 მარტი, 2020)

ძვირფასო თანამემამულენო,

მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას! საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში შეეცდება, პერიოდულად მოგაწოდოთ განახლებული ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ნიდერლანდებსა და საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ. იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრ ჩვენს მოქალაქეს მივაწვდინოთ ხმა, გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ გზავნილის გავრცელებაში.

პირველ რიგში, გთხოვთ, პერიოდულად გადაამოწმოთ საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (www.facebook.com/GeoembNetherlands). ასევე მოგიწოდებთ, დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, რაც დაგვეხმარება ეფექტური კომუნიკაციის განხორციელებაში (www.geoconsul.gov.ge/ka/register/consulate).

საქართველოში დაბრუნების მსურველებს: როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანია ვიზეარმა 18 მარტიდან გააუქმა ეინდჰოვენი-ქუთაისის რეისი. თბილისი-ამსტერდამის რეისის შესრულებას განაგრძობს საქართველოს ავიახაზები ყოველ ორშაბათს და შაბათს. საქართველოში გამგზავრება ამსტერდამიდან ჯერ ისევ შესაძლებელია მინსკის (ავიაკომპანია ბელავია - www.belavia.by) და ათენის (ეგეოსის აიახაზები - www.aegeanair.com) გავლით. ფრენებთან დაკავშირებით სიტუაცია სწრაფად იცვლება, ამიტომ იყავით ყურადღებით და ხშირდ გადაამოწმეთ რეისების განრიგი. ამ მიმართულებით ნებისმიერი ცვლილების შესახებ გაცნობებთ დამატებით.

მოკლედ მოგახსენებთ ნიდერლანდებში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული ახალი გადაწყვეტილებების შესახებ. 15 მარტს ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები დააწესა. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირება შეაჩერეს საბავშვო ბაღებმა და სკოლებმა. 6 აპრილამდე დაიხურა კვების ობიექტები, კონოთეატრები, სპორტული დარბაზები თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. მოსახლეობამ შეძლებისდაგვარად უნდა დაიცვას ერთმანეთისგან 1.5 მეტრიანი დისტანცია. სასურველია, მაქსიმალურად შეიზღუდოს სოციალური კონტაქტები. ნიდერლანდებში არსებულ შეზღუდვებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.rijksoverheid.nl/onderwerpen/coronavirus-covid-19.

რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში დღეს ახალი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე. კერძოდ, 18 მარტიდან, ორი კვირით საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (გამონაკლისია: საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები; შერეული ოჯახები, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე, ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე; ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები - თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა; მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირები, თუ ეს სტატუსი მინიჭებულია საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ; სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები; საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები). დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები. კვების ობიექტებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისებმა. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, მათ შორის, რეკომენდაციებს მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან მოგზაურობის, ზოგადად, მგზავრობის და თვითმფრინავის ბორტზე ყოფნის, ასევე თვითიზოლაციის შესახებ შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე www.stopcov.ge.

შეგახსენებთ ნიდერლანდების მთავრობის მიერ გაცემულ მითითებას, რომ ვირუსის მსუბუქი სიმპტომების ქონის შემთხვევაში დარჩეთ სახლში, ხოლო მდგომარეობის გაუარესებისას, კერძოდ, მაღალი ტემპერატურის (38 გრადუსზე მეტი), ძლიერი ხველისა და სუნთქვის გართულების შემთხვევაში, ტელეფონით დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრს (GGD) ტელეფონის ნომერზე 0800-1351.

აქვე შეგახსენებთ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საკონსულოს ტელეფონის ნომერს: +31703029080, გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის მეშვეობით: +31618542874.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ თავს და ზედმიწევნით დაიცვათ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები. ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო გისურვებთ ჯანმრთელობას!



საკონსულო სამსახურის განცხადება მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ (11 მარტი, 2020)
ა) მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს.
აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია

https://www.geoconsul.gov.ge

გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ტელეფონით დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს:

  • ცხელი ხაზი:   +31 (0)6 18 54 28 74 

 


სხვა საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს:

 

  • ტელეფონი:    +31 (0) 70 302 90 80
  • ელ-ფოსტა: thehague.con@mfa.gov.ge


იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების შემდეგი წესები:
  • მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).
  • მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).
  • მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.
  • მოქალქე საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით
  • მოქალქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.
  • მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.
  • მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება, მხოლოდ დისტანციურად.
საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გააგრძელოს დადგენილი შეზღუდვების მოქმედების პერიოდი.


საელჩოს განცხადება (28 თებერვალი, 2020):

ნიდერლანდების სამეფოში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოუწოდებს ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ და ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტის მიერ გაცემული რეკომენდაციები. დეტალურ ინფორმაციას და პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე იხილავთ ბმულზე:  

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიც არის ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ტელეფონით დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს:

  • ცხელი ხაზი:   +31 (0)6 18 54 28 74 

 

სხვა საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს:

  • ტელეფონი:    +31 (0) 70 302 90 80
  • ელ-ფოსტა: thehague.con@mfa.gov.ge


05-დეკემბერი-2022

05-დეკემბერი-2022

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ნიდერლანდების გენერალურ შტატებში

2022 წლის 5 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეწვია ნიდერლანდების სამეფოს საკანონმდებლო ორგანოს, გენერალური შტატებს, სადაც იგი შეხვდა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ვერა ბერხკამპსა და სენატის თავმჯდომარეს, იან ენტონი ბრაუნს.

04-სექტემბერი-2022

04-სექტემბერი-2022

საქართველო ჰააგის საელჩოების ფესტივალზე 2022

2022 წლის 3 სექტემბერს, ჰააგის ცენტრალურ სკვერში, საელჩოების ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა, რომელშიც საქართველო წარადგინეს ღვინისა და კულინარიის, ხალხური რეწვისა და ხელნაკეთი სუვენირების მწარმოებელმა სათვისტომოს წარმომადგენლება. ფესტივალის სამუსიკო სექცია კი ქართული მრავალჟამიერით გაიხსნა.

09-ივნისი-2022

09-ივნისი-2022

ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვოპკე ჰუკსტრას შეხვდა. ნიდერლანდელი კოლეგა მიესალმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს ჰააგაში, თავის მხრივ ილია დარჩ...

07-ივნისი-2022

07-ივნისი-2022

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ნიდერლანდებში

საქართველოს მიერ წარდგენილი ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით, 2022 წლის 7 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, სამუშაო ვიზიტით ეწვია ნიდერლანდების სამეფოს.

< 1 2 3 4 5  ... >