საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე. კვლავ ძალაში რჩება გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00-დან 04:00 საათამდე პერიოდში. სავალდებულო რეგულარული ტესტირება დადგენილებით განსაზღვრულ ჯგუფებზე ივნისის განმავლობაშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება. წყარო: https://stopcov.ge/ka/shezgudvebi