1992 წლის 22 აპრილს, საქართველომ და ნიდერლანდების სამეფომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.
ამ ისტორიული თარიღის 30 წლისთავზე, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, ქართულ-ჰოლანდიური ურთიერთობების მუდმივად მზარდი დინამიკა. საქართველო და ნიდერლანდები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ განზომილებებში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, ნიდერლანდები საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის უსაფრთხოებისთვის ახალი გამოწვევების წინაშე. საქართველო დიდად აფასებს ნიდერლანდების მხარდაჭერას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და მჭიდროდ თანამშრომლობს ჰოლანდიურ მხარესთან, როგორც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფორმატებში, ასევე საქართველოს მიერ წარდგენილი ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ პროცედურებში.