2022 წლის 4 მაისს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეს #RemembranceDay, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოზმა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, ტექსელის მერ მიხილ აუთდეჰაახთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად პატივი მიაგეს 1945 წელს, ოკუპირებულ კუნძულ ტექსელზე აჯანყებისას დაღუპულ ქართველ და ჰოლანდიელ მებრძოლთა ხსოვნას. ცერემონიალი კუნძულ ტექსელის ქართულ სამხედრო სასაფლაოზე გაიმართა, სადაც მეუფე დოსითეოზმა დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ, ცერემონიამ ქალაქ დენ ბურხის ტაძარში გადაინაცვლა, სადაც შედგა კოხერსტრაატის სასაფლაოზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინებით შემკობა.
საქართველოს საელჩოს დელეგაციამ ასევე მოინახულა ავიაციის მუზეუმი, სადაც სპეციალური სექცია ეძღვნება ქართველ მებრძოლთა აჯანყებას.