2022 წლის 7 ივნისს, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ნიდერლანდების გენერალური შტატების ქვედა პალატის წარმომადგენლებს კოალიციური და ოპოზიციური ფრთიდან და ასევე ქვედა პალატის აპარატს. მან აგრეთვე გამართა დისკუსია ნიდერლანდებში მოქმედ ანალიტიკურ ცენტრებთან და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.