საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

13-ოქტომბერი-2021

13-ოქტომბერი-2021

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2021 წლის 13 ოქტომბერს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ, ნიდერლანდების მეფეს, მის უდიდებულესობა ვილემ ალექსანდერს ჰააგაში ნორდეინდის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

11-ოქტომბერი-2021

11-ოქტომბერი-2021

გლოვის დღე

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში სახელმწიფო დროშა დაშვებულია. საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფეოში უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ ...

24-სექტემბერი-2021

24-სექტემბერი-2021

კარანტინის შესახებ ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი რეგულაციის ცვლილება

22 სექტემბრიდან შეიცვალა ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი რეგულაცია სავალდებულო კარანტინის შესახებ. კერძოდ, ძალიან მაღალი რისკის ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან) ნიდერლანდებში ჩასულ მგზავრს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, აღარ აქვს ვალდებულება, გაიაროს სავალდებულო 10-დღიანი კარანტინი.

23-სექტემბერი-2021

23-სექტემბერი-2021

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო „EUNIC Netherlands -ის მიერ ორგანიზებულ ევროპული ენების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში

22 სექტემბერს საქართველოს საელჩომ ნიდერლანდების სამეფოში უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა „EUNIC Netherlands (EU National Institutes for Culture)“-ის მიერ ორგანიზებულ ევროპული ენების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში, რომელიც ამსტერდამის ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა.

< 1 2 3 4 5  ... >