შეხვედრა ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის სტუდენტებთან
2024 წლის 10 თებერვალს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. ელჩმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიმდინარე რეფორმებზე და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. დისკუსიის ფარგლებში, დავით სოლომონიამ სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.