Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის დავით სოლომონიას გამოსვლა ნიდერლანდების სამეფოს მრეწველთა კლუბში

2024 წლის 9 თებერვალს, ქ ამსტერდამში, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ-ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიება, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს მრეწველთა კლუბის (De Koninklijke Industrieele Groote Club) ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ გახსნა. პრეზენტაციას ბიზნეს-სექტორის, კულტურის სფეროს, მედიის, ტურისტული კომპანიების და ქართული დიაპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ელჩის მოხსენებაში აღინიშნა, რომ უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ორიგინალური სამზარეულო, ბუნებრივ-კლიმატური მრავალფეროვნება, არსებული კურორტები, ღვინის სამშობლოს სტატუსი, გამოარჩევს საქართველოს ბევრი სხვა ქვეყანისაგან და აქცევს ოთხი სეზონის სასურველ ტურისტულ დანიშნულებად.
ღონისძიება ასევე მოიცავდა ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი ხელოვანების ნათია და ბაია ახვლედიანების ნამუშევრების გამოფენას.
ნიდერლანდების სამეფოს მრეწველთა კლუბი 1788 წელს დაარსდა და აერთიანებს კულტურული, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს. ახლო მომავალში კლუბის წევრების საქართველოში ტურისტული პროგრამით გამგზავრება იგეგმება.