სამიტი სამხედრო სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესახებ
15-16 თებერვალს, ქართული მხარის დელეგაციამ, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით სოლომონიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ქ. ჰააგაში გამართულ სამიტში სამხედრო სფეროში პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის შესახებ (REAIMsummit).
სამიტში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, მაღალი დონის დელეგატებმა, ასევე - კვლევითი ინსტიტუტების, ანალიტიკური ცენტრების, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
სამიტზე განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის სამხედრო სფეროში გამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები, გამოწვევები და რისკები. სამიტი შედგებოდა მაღალი დონის პლენარული სესიებისგან, პანელური დისკუსიებისგან, დებატებისგან და ვორქშოფებისგან.
სამიტზე მიღებულ იქნა დასკვნით დოკუმენტი "REAIM Call to Action"