კუნძულ ტექსელის ქართველთა სამხედრო სასაფლაოზე ახალი მემორიალი გაიხსნა
2023 წლის 4 მაისს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეს, ქართველთა სამხედრო სასაფლაოზე ახალი მემორიალი გაიხსნა. ცერემონიალს ესწრებოდნენ კუნძულ ტექსელის მერი, ადგილობრივი მაცხოვრებლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციები.