ქართველი პიანისტის ქეთევან შარუმაშვილის სოლო კონცერტი
2024 წლის 4 თებერვალს, ქ. დე ბილტის მუნიციპალიტეტის, ბილთჰოვენის საკონცერტო დარბაზში (Het Lichtruim Theatre Hall, Bilthoven), ქართველი პიანისტის ქეთევან შარუმაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა და ასევე შედგა მისი ახალი დისკის სახელწოდებით „Connected” წარდგენა, რომელიც შეიცავს კლასიკური მუსიკის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის საფორტეპიანო ნაწარმოებებს. კონცერტს ესწრებოდნენ ადგილობრივი მსმენელი, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ქალაქ დე ბილტის მერი, შურდ პოტერსი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით სოლომონია.