საქართველო ჰააგის საელჩოების ფესტივალზე 2022
2022 წლის 3 სექტემბერს, ჰააგის ცენტრალურ სკვერში, საელჩოების ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებმა.
ფესტივალი შედგებოდა საერთაშორისო ბაზრობისა და მუსიკალური სექციისგან. ფესტივალის სასცენო ნაწილი გახსნა ფოლკლოლურმა ანსამბლმა „მეგობრები“, რომელმაც მსმენელის წინაშე შეასრულა ქართული პოლიფონიური მუსიკა.
ფესტივალის საერთაშორისო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება - მათ შორის სხვადასხვა დასახელების ღვინოები, ტრადიციული კერძები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები.
დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, მიეღო ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. ფესტივალს ფართო აუდიენცია დაესწრო, რომელთა შორისაც იყვნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ტურისტები, ნიდერლანდებში მცხოვრები ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები და ქართველი დიპლომატები