
საკონცერტო პროგრამას წინ უსწრებდა ნიდერლანდებში ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობით ორგანიზებული პრეზენტაციები, რომელთა მსვლელობისას მრავალრიცხოვანი სტუმრები გაეცნენ საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ჭედურ ნამუშევრებს, ლიტერატურის ნიმუშებს ნიდერლანდურ ენაზე, ქართული ხალხური რეწვის ნაწარმს, საქართველოში დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს, სამარკო ღვინოებს და ქართულ სამზარეულოს მრავალფეროვან კერძებს.