Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

კუნძულ ტექსელის ქართველთა სამხედრო სასაფლაოზე ახალი მემორიალი გაიხსნა

2023 წლის 4 მაისს, ნიდერლანდების სამეფოში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეს, კუნძულ ტექსელის მერიის მიერ, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან და ქართულ დიასპორასთან კოორდინაციით, ქალაქ დენ ბურხში გაიმართა ღონისძიებები.

დღის პირველ ნახევარში, ქართული დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის ხელმძღვანელობით, ესტუმრა ტექსელის ავიაციისა და ომის მუზეუმს, სადაც ტექსელის მერის, მიხილ აუთდეჰაახის თანხლებით, გაეცნო მუზეუმში მოწყობილ სივრცეს, რომელიც ეძღვნება ნაცისტი ოკუპანტების წინააღმდეგ ქართველ ჯარისკაცთა აჯანყებას.

დღის მეორე ნახევარში, ქართველ ჯარისკაცთა სასაფლაოზე, დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს დაღუპულ მეომრებს და გვირგვინით შეამკეს ახლად-გახსნილი მემორიალური მონუმენტი, რომელიც ნიდერლანდებში ქართული კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, შეასრულა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა მოქანდაკე-რესტავრატორმა, დავით (დევი) ხმალაძემ.

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოზმა აღავლინა დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი, ხოლო ქართველ ებრაელთა რაბინმა, იერუშალაიმისა და აშდოდის მთავარმა რელიგიურმა მოსამართლემ, მოძღვარმა იაკობ გაგულაშვილმა აჯანყებისას დაღუპულ ქართველ ებრაელთა სულის მოსახსენებელი „აშკავასა“ და „კადიშის“ ლოცვები წაიკითხა.